პოლიციამ ბათუმში თაღლითობის მუხლით ერთი პირის მიმართ გამოძიება დაიწყო

07 აგვისტო 2023, 17:25 2355 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ს მიმართ, რომელსაც არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში თაღლითობაში ადანაშაულებს, გამოძიება დაიწყო.

მოქალაქეების განცხადებით, აღნიშნული პირი ბინების გაქირავების სანაცვლოდ თანხას წინასწარ არიცხვინებდა, შემდეგ კი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა, განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ გ.ს მოქალაქეებს ატყუებდა, თითქოს ის მაუწყებლის თანამშრომელი იყო და თაღლითური გზით სძალავდა თანხას.

უწყება საქმეს თაღლითობის მუხლით იძიებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში