საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადება

07 აგვისტო 2023, 19:51 626 ნახვა

ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე მოქცეულია კალაპოტში, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

„საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით 2 საათის წინ ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გახდა საფუძველი, შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით დღის განმავლობაში. ორივე მიმართულებით ფაქტობრივად გზა დასრულებულია. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე მოქცეულია კალაპოტში. პარალელურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში