ქართველი კარატისტები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატისთის ემზადებიან

07 აგვისტო 2023, 19:54 963 ნახვა

აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრები ბაკურიანში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება. ოქტომბერში ტოკიოში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბაკურიანის შეკრება მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილია, რომლის დასრულების შედეგ, ბათუმში სომხეთის ეროვნული ნაკრები ჩამოვა, რომელიც ქართველ მებრძოლებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლის და ამხანაგურ სპარინგ მატჩებს გამართავს, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც ყაზახეთის ნაკრებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლის. აღსანიშნავია, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში საქართველოს ნაკრების ღირსებას მხოლოდ ორი ბათუმელი მებრძოლი, დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე დაიცავს. მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი ტოკიოში 14-15 ოქტომბერს ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში