უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

08 აგვისტო 2023, 10:19 431 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 სარაკეტო და 42 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 66-ჯერ გაუხსნეს.

მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძლიერი საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები ავდიივკას რაიონში.

"ბახმუტის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ანდრეევკას, კურდიუმოვკასა და დრუჟბას რაიონებში. მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალდა 10-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ორეხოვო-ვასილევკა, ივანოვსკოე, მარკოვო და ჩასივ-იარი", - აცხადებენ გენშტაბში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში