სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

08 აგვისტო 2023, 11:54 739 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს.

"გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნაპოვნია ქალის ცხედარი, ასევე ადამიანის ცალკეული ფრაგმენტიც. იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ცხედარი მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება, რომ კიდევ უფრო გავშალოთ და გავაფართოვოთ იქ ძებნა-შველის არეალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება და გადავასვენებთ მას პროზექტურაში, სადაც მოხდება იდენტიფიცირება...

 

უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური  აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის ნაწილების, მანქანის ფრაგმენტების აღმოჩენის მიზნით და საძიებო სამუშაოების აქტიური ფაზა გრძელდდება" - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 16 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში