15 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვისტო 2023, 12:19 860 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირი მეომრები გაიხსენეს ბათუმში. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ბათუმის რაზმის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან სანთლები დაანთეს და ომში დაღუპულ გმირებს  პატივი მიაგეს.   2008 წლის აგვისტოს ომში 169  მეომარი დაიღუპა.  რუსულ ინტერვენციას  228  მშვიდობიანი მოქალაქე და 14  პოლიციელი ემსხვერპლა,   დაიჭრა ათას  747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში