თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

08 აგვისტო 2023, 12:37 548 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მათ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ჩემპიონი სანდრო ყურაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თუქრი ეიუფ ჩეთინი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კი გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ კონსტანტინემ მოიპოვა, რომელიც თურქმენეთის წარმომადგენელ დოვლეთგელდი მირადოვთან 1:4-ს აგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე შეძლო მომგებიანი გდების შესრულება და მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში