გრიგორი კარასინის განცხადება

08 აგვისტო 2023, 15:21 1092 ნახვა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „აგვისტოს მოვლენები არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დასავლეთის მიერ ე.წ. ახალგაზრდა სახელმწიფოებში პოლიტიკურ წრეებში ე.წ. ფოკუსირებული ჯგუფების მეთოდური დამუშავება, ამ სახელმწიფოების და ზოგიერთი ლიდერის როგორ აგრესიულობას იწვევს არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხში და სხვისი წინადადებით მიღებული გადაწყვეტილებების ცდომილების გაცნობიერების პერიოდს როგორ ახანგრძლივებს“. მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ცდილობდა „დაერღვია მშვიდობიანი რეგულირების ლოგიკა, დაემხო საერთაშორისო სამართალი და საკუთარი პოლიტიკური სიძლიერე გამოეჩინა“, მაგრამ „დამარცხდა ამ ავანტიურისტულ ომში“. „საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ. - განაცხადა კარასინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში