ბათუმელმა ჩოგბურთელმა ტრამვის შემდეგ სეზონი გამარჯვებით დაიწყო

09 აგვისტო 2023, 11:45 551 ნახვა

ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ კორტებს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელი, ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე. მარიამს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, რადგან დეკემბერში მან ლონდონში მხრის ოპერაცია გაიკეთა. ქართველი ჩოგბურთელი სპორტს ბრიტანეთში დაუბრუნდა, სადაც „აი-ტი-ეფის“25-ათასიანი ტურნირი დაიწყო. პირველ წრეში მარიამმა ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:2.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში