მოლაპარაკებები აქციონერებთან

26 თებერვალი 2017, 00:00 3741 ნახვა

კურორტ „გომარდულისაქციონერებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით კურორტი უახლოეს მომავალში შეძლებს ვიზიტორების მიღებას, თუმცა კურორტის მფლობელებს კონკრეტულად როდის მოეხსნებათ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული გადასახადი უცნობია. კურორტის გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 000 ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული. ყადაღის დაფარვას აქციონერები ვერ ახერხებენ. ისინი სახელმწიფოსგან ხელშეწყობას და დაბალპროცენტიანი სესხით სარგებლობას ითხოვენ. კურორტზე ხუთი ორ სართულიანი კოტეჯი და ერთი რესტორანია. გომარდულში ზამთრის სეზონი 1 ნოემბერს იხსნება. 

ამავე კატეგორიაში