აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის გახსენება

09 აგვისტო 2023, 14:52 758 ნახვა

2008 წლის  აგვისტოს ომში  დაღუპული თენგიზ ჭაღალიძე გაიხსენეს  დღეს ციხისძირში. 9 აგვისტოს დაღუპული  გმირის   ხსოვნას  ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, თანასოფლელებმა და ოფიციალურმა პირებმა  პატივი  მიაგეს  და მისი  საფლავი ყვავილებით შეამკეს.  20  წლის თენგიზ  ჭაღალიძე  ცხინვალის მისადგომებთან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდა. მოწინააღმდეგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ბატალიონის სამედიცინო ნაწილის კაპრალი მკლავში დაიჭრა, თუმცა დაჭრილმა  ჭაღალიძემ  საცეცხლე ზონიდან  გაყვანაზე უარი თქვა, რამდენიმე წუთში კი რუსულმა ავიაციამ ტერიტორია დაბომბა და  დაჭრილი  თენგიზ ჭაღალიძე  ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში