გარემოს ეროვნული სააგენტო - სტიქიამდე ბუბისწყლის ხეობაში წყლის შეგუბების ფაქტი არ დასტურდება

10 აგვისტო 2023, 11:42 759 ნახვა

მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომლებიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.– ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს. სააგენტოში განმარტავენ, რომ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესები თავისი ხასიათით კომპლექსურია და კლდეზვავური, მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის  განცხადებით, საქართველოში, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება, როგორიც შოვში მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში