თურქეთში, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

11 აგვისტო 2023, 10:06 789 ნახვა

თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 440 ათასი ადამიანია. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მალათიის გუბერნატორის განცხადებით, ერთ-ერთი ადამიანი,  რომელიც პანიკაში ჩავარდა აივნიდან გადახტა. 

მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში