ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

11 აგვისტო 2023, 10:18 731 ნახვა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 53 ადამიანი ემსხვერპლა.

კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ბოლო მონაცემებით მაუიდან 11 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. კუნძულის ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს საკომუნიკაციო საშუალებები.

ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში