შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყული ცხოველების დამარხვა წესების დაცვით მოხდება და ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტო

11 აგვისტო 2023, 17:47 653 ნახვა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყული ცხოველების დამარხვა სრული წესების დაცვით მოხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ სტრუქტურებთან და სამსახურებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე ან რისკი არ არსებობს. დაღუპული ცხოველების დამარხვა სრული ვეტერინარული წესების დაცვით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ჩართულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ზედამხედველობას გაუწევს, რომ გამორიყული ცხოველები სრული წესების დაცვით დაიმარხოს“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მდინარეში რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში