პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება - პრემიერი

11 აგვისტო 2023, 21:30 1074 ნახვა

პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება, – ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი სასიხარულო ჟესტი და კიდევ ერთხელ  მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტისა და პეკინის უნივერსიტეტის თავმჯდომარის მიმართ, რადგან ჩვენთვის დიდი შოთა რუსთაველი ის პოეტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ის გვასწავლის სიკეთეს, ღირებულებებს, საყოველთაო ღირებულებებს – სიბრძნეს, მეგობრობას, ერთგულებას. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში