მამარდაშვილის "ვალენსიამ" ახალი სეზონი მოგებით დაიწყო

12 აგვისტო 2023, 10:01 690 ნახვა

გიორგი მარგველაშვილის "ვალენსიამ" ესპანეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

პირველი ტურის შეხვედრაში "ვალენსია" გასვლაზე "სევილიას" ესტუმრა და 1-2 დაამარცხა.

ანგარიში მე-60 წუთზე მუქტარ დიახაბიმ გახსნა, თუმცა 10 წუთში იუსეფ ენ-ნესირის გოლით "სევილიამ" ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის მიწურულს მასპინძელი გუნდი კაცნაკლული დარჩა, რითაც "ვალენსიამ" ისარგებლა და ხავი გერამ თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გიორგი მამარდაშვილმა ამ შემთხვევაში 3 ბურთი მოიგერია და მისი თამაში "სოფასქორმა" 6.8 ბალით შეაფასა.

ბარახას გუნდი "ლა ლიგის"  მე-2 ტურში 18 აგვისტოს, "ლას პალმასს"  შინ "მესტალიაზე"  უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში