ოკუპანტის იერიში უკრაინაში

12 აგვისტო 2023, 11:52 593 ნახვა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი შეტევითი ოპერაციის ჩატარებას აგრძელებს ბახმუტისა და ბერდიანსკის რაიონებში. რუსული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი. გენშტაბის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა. გარდა ამისა, რუსული არმია განიცდის დანაკარგს. გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა კიდევ 510 სამხედრო გაანადგურეს, ასევე 5 ტანკი და 6 საბრძოლო ჯავშანტექნიკა. პარალელურად რუსული მხარე უკრაინას ოკუპირებულ ყირიმზე მორიგ თავდასხმაში ადანაშაულებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში