რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი

12 აგვისტო 2023, 13:34 615 ნახვა

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.

დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი“, - წერს კლიმენკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში