„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება

12 აგვისტო 2023, 14:48 573 ნახვა

ჩნდება რისკი, რომ მედია საქმიანობა ასოცირდებოდეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მუშაობასთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გმობს ბოლო პერიოდში ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის შემთხვევებს. ორგანიზაციას განცხადებაში მოყვანილი აქვს მაგალითები, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებს ეხება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფისთვის სწრაფი და ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში