საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი დიდი სხვაობით დაამარცხა

12 აგვისტო 2023, 20:50 741 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის მზადების პროცესში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და 56-6 დაამარცხა.

პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 25-6 მოიგეს. მეორე ნახევარი კი მეტოქეს მშრალი ანგარიშით  31-0 აჯობეს.

საერთო ჯამში კი დიდი უპირატესობით  56-6 მოიგეს.

მომდევნო თამაშს "ბორჯღალოსნები "ასევე „მიხეილ მესხზე“, 19 აგვისტოს 19:00 საათზე აშშ-სთან გამართავენ, 26-ში კი შოტლანდიას „მარიფილდზე“ ეთამაშებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში