მაჭახელაში თურქეთ-საქართველოს გზის მშენებლობა დაიწყო

13 აგვისტო 2023, 11:35 609 ნახვა

მაჭახლის ხეობაში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაოები უკვე დაიწყო. მძიმე ტექნიკა თურქულ მხარეს სოფელ მალაყმიეთთან არის მობილიზებული, სამუშაოებში საქართველოს მხრიდან საგზაო დეპარტამენტი ერთვება. საუბარია ზედა ჩხუტუნეთში 700 მეტრიანი პირველი საავტომობილო გზის გაყვანაზე, სადაც აქამდე ქართულ მხარეს მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი არსებობდა. ამ ბილიკით ერთმანეთს ზემო და ქვედა მაჭახელი უკავშირდება, თუმცა გადაადგილება საზღვარზე მხოლოდ თურქეთის მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის დაშვებული. მაჭახლის ხეობის მკვიდრებს იმედი აქვთ, რომ საავტომობილო გზის მოწესრიგების შემდეგ დღის წესრიგში ე.წ-ლი ჯამილის გამშვები პუნქტის გახსნაც დადგება, რასაც მეზობელი ქვეყნები იდეის დონეზე დიდი ხანია განიხილავენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში