აქცია სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ისრაელში

13 აგვისტო 2023, 11:37 681 ნახვა

ისრაელში 32-ე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. 100 ათასამდე მომიტინგემ ახალი სასამართლო რეფორმა გააპროტესტა. მედიის ცნობით, მოქალაქეები შეიკრიბნენ როგორც თელ ავივში ასევე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით გზების სრულად გადაკეტვისთვის ემზადებიან, თუ მთავრობა იუსტისიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ე.წ გონივრული კანონის შესახებ პატივს არ სცემს. ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვასაც, რასაც აქციის მონაწილეები დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მთავრობის განცხადებით, ცვლილებები ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღსადგენად აუცილებელია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში