რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა

13 აგვისტო 2023, 14:37 632 ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს ინფორმაციით რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი

კლიმენკოს თქმით, დაიღუპა წყვილი, მათი 23 დღის შვილი და კიდევ ერთი მამაკაცი სოფელ შიროკა ბალკაში, მძიმედ დაიჭრა წყვილის 12 წლის ვაჟი, ხოლო ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა მეზობელ სოფელ სტანისლავში.

„ტერორისტები არასდროს შეწყვეტენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ტერორისტები უნდა შეაჩერონ. ძალით. მათ სხვა არაფერი ესმით“,, – აღნიშნა კლიმენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში