საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის თასის გამარჯვებულია

13 აგვისტო 2023, 20:55 1376 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში საქართველომ მონტენეგროს ნაკრები ანგარიშით 84-79 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმის შემადგენლობიდან  გოგა ბითაძეს 21 ქულა, 6 მოხსნა და 1 გადაცემა ჰქონდა. თად მაკფადენის ანგარიშზე კი 19 ქულა, 3 მოხსნა და 6 გადაცემა იყო.

თბილისის საერთაშორისო თასის ფარგლებში საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის 3 მონაწილე: მონტენეგროს, იორდანიისა და ირანის ნაკრებები ასპარეზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს საქართველო ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მანამდე კი 22 აგვისტოს ბოლო ამხანაგურ მატჩში ავსტრალიას ვეთამაშებით.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში