საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და A დივიზიონში გადავიდა

13 აგვისტო 2023, 21:11 925 ნახვა

საქართველოს 16-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუმინეთი დაძაბულ შეხვედრაში70:68 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალთან ერთად, A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ჩვენს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტი 23 ქულა, მათე ხატიაშვილმა ჩააგდო, 18 ქულითა და 15 მოხსნით ავთანდილ ბახტაძე გამოირჩა, ხოლო 11 ქულას გიორგი ჭრიკაძემ მოუყარა თავი.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის 2023 წლის გათამაშებაში ხუთი მატჩი მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში