ვითარება შოვში

14 აგვისტო 2023, 11:18 596 ნახვა

ლოჯისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს შოვში, დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. თავდაცვის ძალები 10 ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს.

უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მაშველებთან ერთად, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.

მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში