ლაშა ხმალაძე სარაგბო კლუბ ''ბათუმში'' ბრუნდება

15 აგვისტო 2023, 10:42 1275 ნახვა

რაგბის კლუბი "ბათუმი" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს. კლუბში საქართველოს ნაკრები წევრი ლაშა ხმალაძე ბრუნდება, რომელიც კლუბს მსოფლიო თასის შემდეგ შემოუერთდება.

''შავი ლომიდან'' კი თავისუფალ დროს ბათუმელებს სანდრო თოდუა, ლუკა მატკავა და ბაჩუკი ჭუმბაძე დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა აქამდე იონა ფირცხალავა, სესონა მაქალა, აუსტინ პრინსი, მატეუ საკელე, ენჯენჯე თულანი, ამერ ჰენდრიქსი და ედვინ სასსი დაიმატა.

მანამდე კი გასული სეზონის შემდეგ გუნდი 12 მოთამაშემ: ბექა მამრიკიშვილმა, ხვიჩა ბუჯიაშვილმა, მიხეილ წიკლაურმა, დაჩი კოპაძემ, კობა ჯიმშელეიშვილმა, გიორგი ფრუიძემ, ანტონ შაშერომ, რეზი ჯინჭველაშვილმა, ნიკა ჩუმაშვილმა, დავით კლდიაშვილმა, სანდრო სვანიძემ, გუგა შენგელიამ დატოვა.

გასულ სეზონში რაგბის კლუბი ''ბათუმი'' დიდი 10-ის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ახალი სეზონი 8-10 სექტემბერს დაიწყება.

პირველ ტურში ''ბათუმი'' გასვლაზე "აკადემიას" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში