ქობულეთის "შუქურას" სატრანსფერო შეზღუდვა მოეხსნა

15 აგვისტო 2023, 15:39 975 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" აღმასკომის დადგენილებით განსაზღვრული დავალიანება მწვრთნელთა მიმართ დაფარა და სატრანსფერო ბანი მოეხსნა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"ს/კ ქობულეთის "შუქურა" - მ  გადაიხადა სფფ-ის აღმასკომის  3  აგვისტოს დადგენილებით განსაზღვრული დავალიანება მწვრთნელების მიმართ და შესაბამისად მოეხსნა სატრანსფერო ბანი.

 

გუნდში დღეს დარეგისტრირდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ლიგის  21-ე ტურის შეხვედრაში საბურთალოს წინააღმდეგ. ახალი ფეხბურთელების წარგდენას მოგვიანებით შემოგთავაზებთ",- წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთური კლუბი დღეს გასვლაზე თბილისის "საბურთალოს" 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ რომ "შუქურა" ფედერაციიამ 6 ქულა დააკლო და ამ დროისთვის გუნდი 7 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში