შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-14 დღეა გრძელდება

16 აგვისტო 2023, 10:00 550 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-14 დღეა გრძელდება.  სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 26 ადამიანი იმსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში