უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 20 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

17 აგვისტო 2023, 10:09 613 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 20 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 82 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 76-ჯერ გახსნეს.

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგდ დაზიანდა კაფეები, 14 საცხოვრებელი სახლი, 8 სამეურნეო დანიშნულების შენობა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ბოლო 24 საათში, საოკუპაციო ძალების დაბომბვას, დონეცკის ოლქში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაიბომბა ხერსონიც.

საოკუპაციო ძალებმა, გვიან ღამით, ოდესის ოლქში მდებარე დუნაის პორტი დაბომბეს. შედეგად, დაზიანდა მარცვლეულის საწყობი. 

სახმელეთო ჯარების სარდლის, განცხადებით, ვითარება უკიდურესად გართულდა კუპიანსკში, სადაც რუსული ძალები უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ ახერხებენ.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებითაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში