აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

17 აგვისტო 2023, 11:10 577 ნახვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა  და  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ინიციატივით გაიმართა.აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და დარგის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის,  მისი მაქსიმალურად გამოყენება უნდა მოხდეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში