გაერო-ს უშიშროების საბჭომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ვითარება განიხილა

17 აგვისტო 2023, 14:01 613 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ვითარება განიხილა. ორგანიზაციის განცხადებით, რეგიონში პირველადი მოხმარების საგნები თითქმის ამოწურულია, მოსახლეობაში კი შიმშილის ზღვარზეა.

შეხვედრა სომხეთის ინიციატივით მას შემდეგ გაიმართა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა შესაძლოა შეიცავდეს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის გენოციდის ნიშნებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონში კატასტროფის პრევენცია გაეროს მთავარი პასუხისმგებლობაა.

თავის მხრივ, გაეროში აზერბაიჯანის წარმომადგენელმა იაშარ ალიევმა, მირზოიანის განცხადებას უსაფუძვლო ბრალდება უწოდა. ამასთან, მან ერევანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი პუნქტი - ლაჩინის კორიდორი აზერბაიჯანულმა მხარემ დაკეტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში