შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

17 აგვისტო 2023, 17:06 608 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების განმარტებით, ცხედარი აღმოჩენილია ონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ღართან, რომელიც სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის მოშორებული.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ექვს ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მე-15 დღეა გრძელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში