ხვალ "ბორჯღალოსნები" აშშ-ს დაუპირისპირდებიან

18 აგვისტო 2023, 10:24 796 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტების მე-2 მატჩში აშშ-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით 56:6 დაამარცხეს. მსოფლიო თასისთვის ბოლო მოსამზადებელი მატჩი კი "ბორჯღალოსნებს" 26 აგვისტოს, ედინბურგში შოტლანდიასთან ელოდებათ.

8 სექტემბრიდან კი მსოფლიო თასზე ითამაშებენ, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ჰყავთ.

"ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 9 სექტემბერს პარიზულ სენ დენიზე ავსტრალიასთან ჩაატარებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში