ევროტურნირებს ბოლო ქართული კლუბიც გამოეთიშა

18 აგვისტო 2023, 10:04 1020 ნახვა

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კვიპროსულ აპოელ-ს გასვლაზე დაუპირისპირდა, 0:1 დამარცხდა და ამით ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი დასრულდა.

ევროტურნირზე შემორჩენილი საქართველოს ერთადერთ წარმომადგენელს განმეორებითი მატჩში მხოლოდ მოგება აწყობდა, რადგან „დინამო არენაზე“ 0:2 დამარცხდა და, ცხადია, უპირატესობა კვიპროსელების მხარეს იყო.

ორი მატჩის ჯამში კი კვიპროსელებმა 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ბელგიურ „გენტს“ დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში