Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს

18 აგვისტო 2023, 15:08 678 ნახვა

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს. ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი, 24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების ტოპ ხუთეულშია.

მაიამიში დაფუძნებული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა აჭარას ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს.

Earthpix-ს თვეში 400 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ხოლო მათი ვიდეოების ნახვების ჯამური რაოდენობა 1 მილიარდზე მეტს შეადგენს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში