საქსტატის ინფორმაციით ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა 

18 აგვისტო 2023, 14:33 598 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე -  მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, გაიზარდა დასაქმება და ასევე სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე. მეორე კვარტალში 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და 16,7% შეადგინა.

"სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე კი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა. საქსტატის მონაცემებით უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 14 600-ით შემცირდა და თითქმის 267 000 გაუტოლდა.

დასაქმებულთა რაოდენობა კი 57 000 გაიზარდა და მილიონ 327 000 შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად" - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში