უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში შენობას, სადაც რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა

18 აგვისტო 2023, 21:08 640 ნახვა

ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვრერვის მთავარი სამმართველო და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებენ.

როგორც უკრაინული მედია წერს, შენობას, სადაც „რუსი პოლიციის ხელმძღვანელობის“ შეხვედრა მიმდინარეობდა, უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა, მისმა მოადგილემ და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა.

ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში