საქართველომ აშშ 22-7 დაამარცხა

19 აგვისტო 2023, 20:58 843 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ მეორე ტესტ-მატჩიც მოიგო.

"ბორჯღალოსნებმა"  ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 22-7 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან ლელოები: ტაბუცაძემ, მამუკაშვილმა და ნინიაშვილმა დადეს, ხოლო ერთი ჯარიმა და ორი გარდასახვა მატკავას ანგარიშზეა.

მსოფლიო თასამდე ბოლო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსოფლიო თასის პირველ ტურში კი 9 სექტემბერს საქართველო ავსტრალიას დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში