"დინამო" ბათუმი "სამტრედიასთან" წაგებას გადაურჩა

19 აგვისტო 2023, 23:15 836 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "დინამო" ბათუმი შინ აუტსაიდერ "სამტრედიასთან" წაგებას გადაურჩა.

მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
ანგარიში 70-ე წუთზე აბდულა ხაიბულაევმა გახსნა.

98-ე წუთზე კი ფლამარიონმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წამებზე კი ღუდუშაურს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ბათუმელთა შემტევს სიზუსტემ უმტყუნა.

ამ დროისთვის "დინამო" ბათუმს 46 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ასევე ბათუმელებს აქტივში ერთი გადადებული მატჩიც აქვთ.

მომდევნო ტურში "დინამო"  27 აგვისტოს გასვლაზე "გაგრას" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში