ქართული კულტურის ფესტივალი ლევილის ისტორიულ მამულში

20 აგვისტო 2023, 14:30 742 ნახვა

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები იმართება. ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ნეკა სებისკვერაძე - „თეატრალური კვარტეტი“, ეთნო ჯაზ ჯგუფი „ირიაო“ და ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი წარსდგნენ.

დაიდგა სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილად იყო“, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა. ღონისძიება ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.

საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში