„ბორჯღალოსნები“ შოტლანდიაში გაემგზავრნენ

21 აგვისტო 2023, 11:18 630 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში გაემგზავრა, სადაც 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ, მსოფლიო თასის დაწყებამდე მორიგ ტესტ-მატჩს გამართავს. იქედან კი უკვე მსოფლიო თასზე სათამაშოდ საფრანგეთში გაფრინდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ ორ ტესტ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები „ჯი“ ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში