ნევადის შტატში ''ჰილარის'' გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

21 აგვისტო 2023, 10:54 699 ნახვა

ამერიკის ნევადის შტატის კლარკის ოლქში ტროპიკული შტორმის ჰილარის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ძლიერი წვიმების შედეგად მასშტაბურმა წყალდიდობამ  ქალაქი ლას-ვეგასი დააზარალა. მანამდე ლას-ვეგასის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქალაქის  მახლობლად მდებარე მრავალი რაიონი მოულოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა. 

ტროპიკული შტორმი ჰილარი კვირას მექსიკის ქვემო კალიფორნიის შტატის  ჩრდილოეთ ნაწილს მიუახლოვდა, საიდანაც თითქმის 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით  თავშესაფრებში გადაიყვანეს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ჰილარი ნევადის, ორეგონისა და აიდაჰოს შტატებში ძლიერ წყალდიდობას გამოიწვევს.

ამერიკის ნიუ ჯერსის შტატში კი ტყის ხანძარია. იწვის  200 ჰექტარი ტყის ფართობი. შტატის სახანძრო სამსახური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ დროისთვის ხანძრის მხოლოდ  5%-ია  ლოკალიზებული. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ეკიპაჟები.  ხანძარი ჯერ არ ემუქრება დასახლებულ პუნქტებს. 

სტიქიის რაიონში  ავტომაგისტრალებზე სატრანსპორტო მოძრაობა ჯერჯერობით შეზღუდული არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში