შეხვედრა შინაგან  საქმეთა  სამინისტროში  

27 თებერვალი 2017, 00:00 2120 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება. გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩსაც შეხვდა შეხვედრაზე ლატვიის ელჩმა საქართველოს შს მინისტრს ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები მიულოცა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უწყების როლს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით შესრულების პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტიც განიხილეს.

ამავე კატეგორიაში