ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს

21 აგვისტო 2023, 14:10 912 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი იქნება.  იგი 2015 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, ხოლო  2021 წლის აგვისტოდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ აურჩევია. ეს ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2021 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის სააპელაციო  სასამართლოში გადავიდა.  თავმჯდომარის მოვალეობას  ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებდა. 

ეკატერინე კულულაშვილი გახმაურებული საქმეების მოსამართლეა.   2023 წლის 2 მარტს მან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უარი უთხრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე. 

2020-2021 წლებში მივლინების საფუძველზე იგი  მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში  და  „გიორგი შაქარაშვილის საქმეს განიხილავდა. 

2018 წლიდან ეკატერინე კულულაშვილი უვადოდ არჩეული მოსამართლეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში