ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

21 აგვისტო 2023, 16:08 713 ნახვა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 114 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება.

ხანძრის შედეგად 2 200 -მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა. ექსპერტების შეფასებით, ქალაქში ზარალი 5,5 მილიარდ დოლარს აღწევს. ხანძარი ჰავაიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში