საქართველოს ტაიკვანდოს ნაკრები ესტონეთში ორ ტურნირზე იასპარეზებს

22 აგვისტო 2023, 11:43 858 ნახვა

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული და იუნიორთა ნაკრები ესტონეთში გაემგზავრა, სადაც ნაკრები ორ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატი (ოლიმპიურ წონებში) - 24-26 აგვისტოს გაიმართება.

27 აგვისტოს კი G1 კატეგორიის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ჩატარდება.

 საქართველოს ეროვნული ნაკრების სია ასეთია:

  •  ბექა ქავთარაძე ( - 68 კგ)
  •  ზურაბ კინწურაშვილი ( -80 კგ)
  •  დათა ბუიძე ( +80 კგ)
  •  ვიტალი გელაძე ( -58 კგ)
  •  მარიამ მელიქიშვილი ( -49 კგ)

იოსებ ოსიძე - მწვრთნელი.

იუნიორთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ( 24-26 აგვისტო) მიიღებს მონაწილეობას:

იუნიორთა ნაკრები:

  • მათე გურეშიძე ( - 51 კგ);
  • საბა ბეგიაშვილი ( -59 კგ);
  • გიორგი აბრამიშვილი (- 63 კგ);
  •  გიორგი ლომიძე ( - 68 კგ);
  •  ნიკა ღოღობერიძე ( - 73 კგ);
  • ხატია გაროზაშვილი ( - 42 კგ);

რომეო გურეშიძე -  მწვრთნელი.

შეგახსენებთ რომ ბათუმელებმა ტაიკვანდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა მესამე ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში