კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში 

22 აგვისტო 2023, 10:55 725 ნახვა

ივა გელაშვილი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სერია „ბე-ს“ (B) „სპეცისთან“ კონტრაქტს გააფორმებს, ინფორმაციას გუნდის ოფიციალური საინფორმაციო წყარო „სპეცია 1906“ ავრცელებს. „ქართველი მცველი, რომელსაც ამ დღეებში ელოდნენ, იტალიაში ჩამოვიდა. მიმართულება რომია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ცენტრალური მცველი ბოლცანოში გასვლით მატჩს არ დაესწრო. თუმცა, „კატანზაროში“ გასამართი შემდეგი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება“, - იუწყება გუნდის საინფორმაციო წყარო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში