საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

22 აგვისტო 2023, 16:08 811 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიას დაუპირისპირდა და 5 ქულიანი სხვაობით - 81:86 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში 20 ქულით საუკეთესო გოგა ბითაძე იყო, თორნიკე შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, დუდა სანაძემ 14, ხოლო თად მაკფადენის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში